არველაძის გამარჯვება დერბიში, დაძაბულ და რთულ შეხვედრაში
Aa
Aa

არველაძის გამარჯვება დერბიში, დაძაბულ და რთულ შეხვედრაში

უზბეკეთის 2018 წლის საფეხბურთო თასის გათამაშების მეოთხედფინალში ტაშკენტური დერბი შედგა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' 4:0 გაანადგურა ყველაზე პრინციპული მეტოქე ტაშკენტის ''ლოკომოტივი,'' რომლის მაისურით კახა მახარაძემ 90 წუთი ითამაშა. ამ გამარჯვებით არველაძის გუნდი ნახევარფინალში გავიდა, ''ლოკომოტივი'' კი გათამაშებას დაემშვიდობა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი კახა მახარაძე ''ლოკომოტივის'' 5-ნომრიან მაისურში

21-ე წუთზე არველაძის გუნდმა პირველი გოლი გაიტანა. კუთხურს გოლი მოჰყვა, ბურთი მახარაძეს მოხვდა და კარისკენ წავიდა, მეკარემ ბურთი მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ეგორ კრიმეცმა ყველას აჯობა და თავური დარტყმით შეაგდო.

არველაძის გუნდის პირველი გოლი

  

 42-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელი სადრიდინ აბდულაიევი გააძევა, რასაც ფეხბურთელებს შორის კამათი და კინკლაობა მოჰყვა.

გაძევების ეპიზოდი

  

 მეორე ტაიმში ''ფახთაქორის'' ბრაზილიელმა ლეგიონერმა ტიაგო ბეზერამ დუბლი შეასრულა. მან გოლები 53-ე და 82-ე წუთებზე გაიტანა.

ბრაზილიელის დუბლი

  

მეოთხე გოლი 89-ე წუთზე იგორ სერგეევმა შეაგდო, რომელმაც ''ლოკომოტივის'' მეკარის შეცდომით ისარგებლა.

  

მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ პრესკონფერენცია გამართა

''უზბეკეთში ტიტულის მოგების ყველაზე მოკლე გზას თასის გათამაშება წარმოადგენს. გამარჯვებული ერთ შეხვედრაში ვლინდება. თამაშმა შესანიშნავ საფეხბურთო ატმოსფეროში ჩაიარა. ფეხბურთელებმა კარგად მინდორზე ითამაშეს.

ჩვენ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად მატჩმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვებას ვულოცავ. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და 4 გოლი გაიტანეს.

მატჩის მთავარ მომენტად ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელის გაძევება მიმაჩნია, რის გამოც მეტოქემ მეორე ტაიმი რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა, რაც ყოველთვის რთულია.''

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ''კოკანდიმ'' შინ 2:0 დაამარცხა ''ქიზილქუმი,'' რომლის მაისურით გიორგი კვესიეშვილმა და ელგუჯა გრიგალაშვილმა 90 წუთი ითამაშეს. ქართველებიდან ნახევარფინალში თამაშის უფლება მხოლოდ შოთა არველაძემ მოახერხა.

შეგახსენებთ, შოთა არველაძეს ასისტენტობას ქართველი გოჩა ტყებუჩავა უწევს, ხოლო კლუბის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

ფოტო წარსულიდან - შოთა არველაძე ''აიაქსის ფორმით, არჩილ არველაძე ''ბრედას'' მაისურით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები