მესუთ იოზილი:
Aa
Aa

მესუთ იოზილი: "კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია"

„მადრიდის რეალის“ ყოფილმა და ამჟამად „არსენალის“ ფეხბურთელმა, მესუთ იოზილმა, კრიშტიანუ რონალდუს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„მეთოფეების“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მესუთმა პორტუგალიელის პროფესიონალიზმი შეაქო და განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" ყოფნისას კრიშტიანუ მისი შთაგონების წყაროდ იქცა. იოზილმა ასევე აღნიშნა, რომ მის სათამაშო სტილზე პორტუგალიელმა თავდამსხმელმა დიდი ზეგავლენა მოახდინა.

"ხალხი ხშირად მეკითხება როგორი გრძნობაა კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაში, მე კი მათ ვპასუხობ რომ მისნაირი ადამიანი არასდროს მინახავს. რონალდუ ძალიან ბევრს შრომობს! იგი ვარჯიშზე მუდმივად პირველი მოდიოდა და ბაზას უკანასკნელი ტოვებდა. კრიშტიანუ ნამდვილი პროფესიონალია და ყოველთვის გამარჯვების მიღწევა სურს. საოცარი ისაა, რომ გამონაკლისი არც ვარჯიშისას გამართული დაპირისპირებები ყოფილა“.

„კრიშტიანუსთან თამაშით უდიდესი სიამოვნება მივიღე. რონალდუმ უკეთეს ფეხბურთელად მაქცია და მასთან ურთიერთობა არც მოედნის მიღმა გამჭირვებია. კრიშტიანუ საოცარი ადამიანია“!

„რონალდუს გვერდით ასპარეზობა რთული არ ყოფილა. მას გოლის გატანის საოცარი ალღო აქვს და ბურთის შესაგდებად ბევრი მომენტი ნამდვილად არ სჭირდება. მას ორი სახიფათო გადაცემის შედეგად ამდენივე გოლის გატანა შეუძლია და სწორედ ამიტომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები