Aa
Aa

გამარჯვება ურთულეს შეხვედრაში - ზუროსის გუნდის წარმატება თელ-ავივში

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თელ-ავივში ისრაელის ნაკრები დაამარცხა. ილია ზუროსის კალათბურთელებმა მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 85:80 სძლიეს.

პირველ პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 26:23 მოიგო. 26 ქულიდან 13 თორნიკე შენგელიას ანგარიშზეა. ''ბასკონიას'' 26 წლის ფორვარდი საკმაოდ შედეგიანი იყო. ასევე აღსანიშნავია დუდა სანაძის თამაში, რომელმაც მეორე პერიოდში ოთხიდან ოთხი სამქულიანი ჩააგდო.

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო დამაჯერებლად იგებდა - 49:37. ზუროსის გუნდმა მესამე მეოთხედი ჩააგდო, რომლის დასრულების შემდეგ ისრაელი წინ გავიდა - 68:65.

მეოთხე პერიოდში სტუმრებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა მოახერხეს. მატჩის მიწურულს ბითაძის, ცინცაძისა და შენგელიას შესანიშნავი თამაშის წყალობით საქართველომ ურთულეს შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად 19 წლის გოგა ბითაძე დასახელდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს 16 სექტემბერს, თბილისში საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

ფოტო: http://gbf.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები