ჯანო ანანიძის მხარდამხარ - ჯონ ტერი მოსკოვის
Aa
Aa

ჯანო ანანიძის მხარდამხარ - ჯონ ტერი მოსკოვის "სპარტაკში" ითამაშებს!

Goal-ის ინფორმაციით, 37 წლის ლეგენდარული ინგლისელი მცველი ჯონ ტერი კარიერას მოსკოვის "სპარტაკში" გააგრძელებს.

ტერი ზაფხულის შემდეგ უკლუბოდ იყო. ინგლისელმა უკანახაზელმა ბირმინჰემის "ასტონ ვილა" დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო.

ტერიმ მოსკოვურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, 2 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა და დღეიდან ის ჯანო ანანიძის თანაგუნდელია.

ცნობილია ტერის ანაზღაურებაც. 37 წლის ფეხბურთელი სეზონში 2 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ტერი 1998-2017 წლებში ლონდონის "ჩელსის" ღირსებას იცავდა, სადაც ყველაფრის მოგება შეძლო, შემდეგ კი "ასტონ ვილას" მიაშურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები