მესი ჯინობილის გამოემშვიდობა:
Aa
Aa

მესი ჯინობილის გამოემშვიდობა: "მათ ფეხბურთის მანუ უნდა მიწოდონ"

ლეგენდარულმა არგენტინელმა კალათბურთელმა მანუ ჯინობილიმ 41 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

"სან ანტონიოს" ლეგენდის გადაწყვეტილებას უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა და მათ შორის იყო ლეო მესიც.

"ბარსას" ათიანის წერილს, რომელიც მან ჯინობილის მიწერა ესპანური Marca ავრცელებს.

"მადლობა მანუ ჯინობილი. მადლობა, რომ კალათბურთი შეგვაყვარე. კალათბურთი შენს გარეშე ისეთივე აღარ იქნება. წარმატებებს გისურვებ შენს ახალ ცხოვრებაში.

ვიცი, რომ NBA-ს ზოგიერთი მოთამაშე 10 ნომრიან მაისურს ჩემს გამო ირჩევს. ეს დიდი პატივია. ასევე მოისმინო ქება ისეთი სუპერვარსკვლავებისგან როგორებიც ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი და კობი ბრაიანტი არიან.

თუმცა ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება არავის მოუხდენია როგორიც მანუ ჯინობილიმ, რომელიც 2011 წელს კოპა ამერიკის გათამაშებაზე არგენტინაში ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა.

მისი დონისა და პროფესიონალიზმის მქონდე სპორტსმენი, რომელიც საქმეს ასე უდგება - ასეთი ადამიანის მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ჟურნალისტები ამბობენ რომ ჯინობილი კალათბურთის მესი არის, თუმცა სინამდვილეში პირიქით მათ ფეხბურთის მანუ უნდა მიწოდონ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები