თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია 2022 წლამდე ესპანური “ბასკონიას” ღირსებას დაიცავს.

საქართველოს ნაკრების წევრი ახალი კონტრაქტის მიხედვით ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ არც ერთ ევროპულ გუნდს არ ექნება კალათბურთელის გადაყვანის შანსი. ხოლო თუ შენგელიას გადაბირებას NBA-ს კლუბი მოისურვებს, ოკეანისგაღმელებს “ბასკონიას” ხელმძღვანელობასთან დალაპარაკების და გარკვეულ თანხად კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ქართველი ფორვარდი “ბასკონიაში” გასულ სეზონში ევროლიგაზე საშუალოდ 13.7 ქულას, 6.6 მოხსნასა და 2.2 პასს აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები