აბურჯანია "ლუგოს" ფეხბურთელია
გიორგი აბურჯანია ერთწლიანი იჯარით "ლუგოში" ითამაშებს.
23 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა და მისი პრეზენტაცია 6 აგვისტოს შედგება.
აბურჯანიას სხვადასხვა დროს რუსთავის "მეტალურგში" გორის "დილაში, "თბილისის "ლოკომოტივში", "ანორთოსისში"და "ხიმნასტიკში" ასპარეზობდა.
გასული სეზონი გიორგი აბურჯანიამ სევილიას სარეზერვო გუნდში, სევილია ატლეტიკოში გაატარა, მაგრამ ეს გუნდი ლა ლიგა 2-დან გავარდა.
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი მას 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.