''მოდით სტადიონზე'' - ცნობილი სახეების მოწოდება ''ჩიხურას'' ქომაგებს
Aa
Aa

''მოდით სტადიონზე'' - ცნობილი სახეების მოწოდება ''ჩიხურას'' ქომაგებს

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის ''ჩიხურა'' სლოვენიურ ''მარიბორს'' შეხვდება. პირველი მატჩი თბილისში, ''მიხეილ მესხზე'' გაიმართება. შეხვედრა 26 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.

''ჩიხურას'' პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

 

''ჩიხურამ'' პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ებრაული ''ბეითარი'' დაამარცხა. თბილისში გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ანგარიში ''ბეითარმა'' 62-ე წუთზე გახსნა. ''ჩიხურას' კარში გატანილი გოლი ივან ვერედის ანგარიშზეა.

71-ე წუთზე თამაშში ლევან კაკუბავა ჩაერთო, რომელმაც 73-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით საოცარი გოლი გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე დაფიქსირდა, როცა გიორგი გაბედავამ პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი შეაგდო.

''ჩიხურასა'' და ''მარიბორის'' საპასუხო მატჩი 2 აგვისტოს შედგება.

რაც შეეხება ''მარიბორს,'' დარკო მილანიჩის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 3:0 დაამარცხა ტირანას ''პარტიზანი.''

აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული მესამე ეტაპზე ''რეინჯერსსა'' და ''ოსიეკს'' შორის მოგებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები