''მილანში'' ახალი ერა იწყება - 71 წლის პრეზიდენტი და განახლებული დირექტორთა საბჭო
Aa
Aa

''მილანში'' ახალი ერა იწყება - 71 წლის პრეზიდენტი და განახლებული დირექტორთა საბჭო

საფეხბურთო კლუბ ''მილანში'' ახალი იწყება. კლუბის პრეზიდენტმა ლი იონჰონგმა თანამდებობა დატოვა. ''მილანს'' ასევე დაემშვიდობა გენერალური დირექტორი მარკო ფასონე. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

პრეზიდენტის თანამდებობაზე 71 წლის პაოლო სკარონი დაინიშნა. ასევე დამტკიცდა დირექტორთა საბჭო, რომლის წევრები არიან: მარკო პუტუანო, ჯორჯიო ფურლანი, სტეფანო კოჩირიო, სალვატორე სერჩიონე, ალფრედო გრაჩა, ჯანლუკა დ’ავანზო და ფრენკ ტუილი.

''მილანის'' მფლობელი Elliot Management-ი გახდა, რომელიც პირველ ეტაპზე კლუბში 50 მილიონ ევროს დააბანდებს.

უახლოეს დღეებში ''მილანის'' დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც კლუბის გეგმებსა და ბიუჯეტზე იმსჯელებენ. კლუბის ახალი მფლობელის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ''მილანის'' ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, ფინანსური ფეარ-პლეის გადაწყვეტილებით, "მილანი" ევროპა ლიგიდან რამდენიმე კვირის წინ მოკვეთეს, თუმცა იტალიურმა კლუბმა განაჩენი საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, რამაც შედეგი გამოიღო.

თავდაპირველი მონაცემებით, მილანელებს ევროტურნირებზე 2 წლით ვერ უნდა ეთამაშათ, რისი მიზეზიც არამიზნობრივად გახარჯული თანხები და არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა იყო.

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელმაც "როსონერის" აპელაცია დააკმაყოფილა, შესაბამისად, კლუბს 2018-2019 წლების სეზონის ევროპა ლიგაზე თამაშის საშუალება მიეცა. ეს კი ნიშნავს, რომ ფლორენციის "ფიორენტინა" მომავალი წლის ევროტურნირებზე ვეღარ იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები