ზლატანი სიტყვას ყოველთვის ასრულებს!
ზლატან იბრაჰიმოვიჩი დევიდ ბექჰემთან წაგებული ნიძლავის პირობების შესრულებას აპირებს. შვედს „უემბლიზე“ ჩასვლა, „სამი ლომის“ მაისურის მორგება და თევზისა და ჩიფსის ჭამა მოუწევს.
სანაძლეო შვეთედი-ინგლისის დაპირისპირებისას შედგა და როგორც ნამდვილი კაცი, ზლატანი საკუთარ სიტყვას ყოველთვის ასრულებს!
BBC-თან საუბრისას შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა განაცხადა: „დევიდ, ჩვენ სანაძლეო დავდეთ და მე დავმარცხდი. „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრების თამაშის სანახავად აუცილებლად ჩამოვალ, „სამი ლომის“ ფორმას ჩავიცვამ და თევზს და ჩიფსებს შევჭამ“.
"ამომასუნთქე და დასამშვიდებლად დრო მომეცი! წაგება რთულია, მაგრამ არაუშავს! მატჩზე დასწრებას მოუთმენლად ველი“.
იბრაჰიმოვიჩმა „ოლდ ტრაფორდზე“ გატარებული დროც გაიხსენა და აღნიშნა: „ტრავმის მოშუშების შემდეგ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ფორმის პიკში არ ვიყავი. მათ ზლატანი უკვე ჰყავდათ ნანახი და მე იმ ზლატანად ყოფნისთვის მზად არ გახლდით. სასტარტო შემადგენლობაში ბევრჯერ მოვხვდი, თუმცა მწვრთნელს ვუთხარი: „მისმინე, მე მზად არ ვარ და არ მინდა იმედები გაგიცრუო. თანაგუნდელებს და გუნდის თავკაცს დიდ პატივს ვცემ, ამიტომ აირჩიე ის, ვინც საქმეს უკეთ შეასრულებს“.
„როდესაც ბუცებს ვიცვამ, თითოეული წამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, რადგან მიუხედავად საშინელი ტრავმისა, ფეხბურთის თამაში კვლავ შემიძლია“.