ფერნანდო ტორესი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს
Aa
Aa

ფერნანდო ტორესი კარიერას იაპონიაში გააგრძელებს

ფერნანდო ტორესი ანდრეს ინიესტას გზას გაჰყვა და კარიერის იაპონიის უმაღლეს დივიზიონში გაგრძელება გადაწყვიტა. ესპანელი თავდამსხმელით ავსტრალიის A-League-ის და MLS-ის გუნდები იყვნენ დაინტერესებული, თუმცა ტორესმა იაპონიაში თამაში არჩია და „საგან ტოსუს“ რიგებში ჩაირიცხა.

ფერნანდოს კარიერა „ატლეტიკოში“ დაიწყო, შემდეგ მან „ლივერპულს“ მიაშურა, სადაც 102 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა. მიუხედავად „არისტოკრატების“ რიგებში მოგებული ჩემპიონთა და ევროპის ლიგისა ფერნანდომ ჩვეული ფორმა ვერ დაიბრუნა და „მილანის“ შემდეგ ისევ „ატლეტიკოში“ დაბრუნდა. მადრიდულ გუნდთან „ელნინიოს“ კონტრაქტი 2017-18 წლების სეზონის ბოლოს ამოეწურა და კარიერის გაგრძელება აზიაში გადაწყვიტა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტორესმა განაცხადა: „შემოთავაზებები ყველა კონტინენტიდან მქონდა და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ახალი გუნდი „საგან ტოსუ“ იქნება. ისინი ჩემით პირველები დაინტერესდნენ და საინტერესო პროექტი წარმომიდგინეს“.

„ვფიქრობ იაპონიაში საინტერესო გამოცდილებას მივიღებ, კლუბმა ჩემს გადმოსაბირებლად ბევრ რამ გააკეთა და იმედი მაქვს გუნდს დაკარგული პოზიციების დაბრუნებაში დავეხმარები“.

„შემოთავაზებები გერმანიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან მქონდა, თუმცა ახალ გამოწვევებთან გამკლავება მსურს და ევროპულ გუნდებზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი’.

ტორესის „საგან ტოსუ“ 15 ტურის შემდეგ 18 გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები