რუსეთმა მატჩის წინ ხორვატიის ეკონომიკა კრიზისისგან იხსნა?
Aa
Aa

რუსეთმა მატჩის წინ ხორვატიის ეკონომიკა კრიზისისგან იხსნა?

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი დასკვნითი ნახევარფინალი გაიმართება.

დიდ ინტერესს იწვევს მასპინძელი რუსეთისა და ხორვატიის ჯახი.

ბევრისთვის რუსების აქამდე მოსვლა უკვე სენსაციაა და ახლა მათ საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის მოხვედრის შანსიც აქვთ.

რუსულმა sport-express-მა დღეს საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემამ ფეხბურთისა და პოლიტიკის გზების გადაკვეთა სცადა და ამის შესახებ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებსაც გაესაუბრა.

არსებობს ასეთი ხორვატული კომპანია „აგროკორი“, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი მწარმოებელია.

ხსენებული კომპანია მრეწველობის სფეროში ნამდვილი დომინანტია და ქვეყანის ეკონომიკაში მისი როლი უმნიშვნელოვანესია.

„აგროკორს“ ამჟამად სერიოზული პრობლემები აქვს - მათ გიგანტური ვალები აქვთ.

ხორვატულ კომპანიას ვალის მეოთხედი რუსულ ბანკებთან აქვს.

უფრო კონკრეტულად, რუსულ “სბერბანკთან“ „აგროკორს“ 1 მილიარდიანი ვალი აქვს. „VTB“-სთან კი 300 მილიონი.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ პრობლემა მოაგვარა და ის კრედიტორების ხელში გადადის და რუსული სახელმწიფო ბანკი მათი უმსხვილესი მფლობელი ხდება.

ვალი გასწორებულია. ხორვატია რუსეთის მეოთხედინალური მატჩის წინ, ამ სიახლეს არ შეიძლებოდა, რომ ხალხის აღფრთოვანება არ გამოეწვია.

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ფეხბურთთან არანაირ კავშირში არ არის, თუმცა ბევრი ახსენებს ცნობილ ფრაზას - „რუსეთმა ყველაფერი იყიდა“.

რუსმა ჟურნალისტებმა ამ თემასთან დაკავშირებით ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებს კითხვები დაუსვეს.

„ამ ყველაფერს ფეხბურთთან არანაირი კავშირი არ აქვს. გუნდი მოახლოებულ მატჩზე სრულად არის კონცენტრირებული და ამ თემაზე საუბარი არ გვსურს“, განაცხადა სიმე ვრსალკომ.

„დაე „აგროკორი“ დაეცეს, სამაგიეროდ ჩვენ მივიწევთ წინ“, უპასუხა დეიან ლოვრენმა.

ჟურნალისტმა ლოვრენთან საუბარი განაგრძო:

ჟურნალისტი: თქვენი ჯანმრთელობის საქმე როგორ არის?

ლოვრენი: რას გულისხმობთ?

ჟურნალისტი: თქვენ ხომ ტრავმა გაწუხებდათ?

ლოვრენი: რა ტრავმა? მე ტრავმა არ მქონია.

ჟურნალისტი: რას ფიქრობთ გუნდში თქვენს როლზე?

ლოვრენი: მხოლოდ მომზადებაზე ვფიქრობ. იმაზე, თუ რას დამავალებს მწვრთნელი.

ვარჯიშზე მყოფმა ხორვატებმა ჟურნალისტს ლოვრენის შესახებ უთხრეს - „ის სულ ასეთია“.

ჟურნალისტმა სიტუაციის დამშვიდება სცადა. ლოვრენსა და ვრსალკოს მან 1998 წლის მოსფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე ჰკითხა.

ლოვრენი: „ყველა შეხვედრისთვის არ მიყურებია. მატჩები გვიან იმართებოდა და იმ დროს მეძინა, თუმცა დედაჩემი გოლების დროს ხმამაღლა ყვიროდა და ეს ჩემი მთავარი მოგონება არის“.

ვრსალკო: „მე ბევრი არაფერი მახსოვს“. ვრსალკო მაშინ მხოლოდ 6 წლის იყო. „თუმცა მოგვიანებით გავიგე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ჩვენი ქვეყნისთვის“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ხორვატიის მატჩი დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ქომაგების დიდ ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი მასპინძლის სტატუსსა და გავლენას გამოიყენებს და ეს ყველაფერი შედეგზე გავლენას იქონიებს.

ჯერჯერობით ჩერჩესოვის გუნდმა ამ ეტაპამდე მოსვლა დამოუკიდებლად შეძლო და ვნახოთ რა იქნება ამჯერად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები