''ჩემი მომავალი კვლავ ფეხბურთს დაუკავშირდება'' - რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა
Aa
Aa

''ჩემი მომავალი კვლავ ფეხბურთს დაუკავშირდება'' - რაფაელ მარკესმა კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა მექსიკელმა ფეხბურთელმა რაფაელ მარკესმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

 მარკესმა რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილება მიიღო და ამით ის ისტორიაში შევიდა. მის ანგარიშზე უკვე 5 მუნდიალია.

 მექსიკელი ფეხბურთელი ამ შედეგით ლოთარ მათეუსსა და ანტონიო კარბახალს გაუთანაბრდა.

 ასევე აღსანიშნავია. რომ მარკესი ხუთივე მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის კაპიტანი გახლდათ.

 ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ მცირე კომენტარიც გააკეთა: „22 წლის შემდეგ კარიერას ვასრულებ. რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი კვლავ ფეხბურთთან იქნება დაკავშირებული“.

 რაფაელ მარკესი ეროვნულ ნაკრებში 1997 წლიდან ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 148 შეხვედრაში 19 გოლია.

 მარკესი სხვადასხვა დროს „ატლასის“, „მონაკოს“, „ბარსელონას“, „ნიუ იორკ რედ ბულის“, „ლეონისა“ და „ვერონას“ ღირსებას იცავდა.

 მისი ბოლო კლუბი მექსიკური „ატლასი“ იყო. მექსიკელი ფეხბურთელის კარიერის პიკი 2003-2010 წლებში „ბარსელონაში“ იყო, როდესაც მან ოთხჯერ ლა ლიგისა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები