აბურჯანია ჰოლანდიურ კლუბს შეუთანხმდა - ''ხიმნასტიკში'' დაბრუნება გამორიცხულია
Aa
Aa

აბურჯანია ჰოლანდიურ კლუბს შეუთანხმდა - ''ხიმნასტიკში'' დაბრუნება გამორიცხულია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი აბურჯანიამ შესაძლოა კარიერა ჰოლანდიის ელიტარულ ჩემპიონატში გააგრძელოს.crystalsport-ის ინფორმაციით ''სევილიას'' ქართველი მოთამაშე ჰოლანდიურ კლუბს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, თუმცა ესპანური კლუბი აბურჯანიას სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს, ამ ფაქტორმა კი შესაძლოა ტრანსფერი შეაფერხოს.

crystalsport-ის ინფორმაციით გიორგი აბურჯანია ლა ლიგა 2-ის რამდენიმე კლუბს სურს, ხოლო მისი ''ხიმნასტიკში'' დაბრუნება გამორიცხულია.

23 წლის ნახევარმცველი რუსთავის ''მეტალურგის,'' გორის ''დილას,'' თბილისის ''ლოკომოტივის,'' ფამაგუსტას ''ანორთოსისისა'' და ''ხიმნასტიკის'' ყოფილი ფეხბურთელია.

2016 წელს ''ხიმნასტიკიდან'' ''სევილიაში'' გადავიდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია. ''სევილია ბ''-ს მაისურით ლა ლიგა 2-ში 35 მატჩი ჩაატარა. გასულ სეზონში ''სევილია ბ'' ლა ლიგა 2-დან გავარდა და შემდეგ სეზონს რანგით მესამე ლიგაში გაატარებს.

აბურჯანიას საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ეროვნულ გუნდში 8 მატჩი ჩაატარა.

ფოტო მთავარზე: gff.ge

მსგავსი სიახლეები