Aa Aa
5 ივლისი 2018  |  14:49

დაბრუნება მშობლიურ კლუბში - ''დინამო'' გამოცდილი ფორვარდით გაძლიერდა

imgbanner

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი მათე ვაწაძე კარიერას თბილისის ''დინამოში'' გააგრძელებს. crystalsport-ის ინფორმაციით 29 წლის თავდამსხმელმა ხელშეკრულება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან მიმდინარე წლის დეკემბრამდე გააფორმა.

მათე ვაწაძე 2005-10 წლებში თბილისის ''დინამოს'' პირველ გუნდში გამოდიოდა, რომლის მაისურით საქართველოს ჩემპიონატის 68 მატჩში 32 გოლი შეაგდო.

გამოცდილ ფეხბურთელს რუსეთის პრემიერლიგასა და დანიის სუპერლიგაში უთამაშია. მათე ''ვოლგას,'' ''ორჰუსის,'' ვიბორგისა'' და ''სილკებორგის'' ღირსებას იცავდა. საქართველოს ჩემპიონატში ''დინამოს'' გარდა გორის ''დილასა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობდა.

2009 წლიდან მოყოლებული ვაწაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი შეაგდო. განვლილი კარიერის განმავლობაში მას ხშირად აწუხებდა ტრავმები, რამაც შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი შეუშალა.

crystalsport-ის ცნობით თბილისის ''დინამოს'' მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას გიორგი გველესიანის დამატებაც სურდა, თუმცა მოთამაშე კარიერის გაგრძელებას კვლავ უცხოეთში გეგმავს.

უეფას ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''დინამო''  სლოვაკურ ''დუნაისკა სტრედას'' დაუპრისპირდება.  პირველი მატჩი სლოვაკეთში 12 ივლისს შედგება. საპასუხო მატჩი 19 ივლისს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები