Aa
Aa

არგენტინა - ნიგერიის მატჩის შემდეგ მარადონამ გონება დაკარგა და ტრიბუნიდან გაიყვანეს

არგენტინასა და ნიგერიას შორის გამართულ დრამატულ შეხვედრას ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონაც ესწრებოდა.

შეხვედრის ოპერატორები მარადონას ტრიბუნებზე ხშირად აჩვენებდნენ და დიეგოც მათ ამის საბაბს ხშირად აძლევდა.

მარადონა არგენტინას ძალიან ემოციურად ქომაგობდა და მატჩის შემდეგ ის ცუდადაც გახდა.

დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ დიეგო შეხვედრას არაფხიზელ მდგომარეობაში ესწრებოდა.

მატჩის შემდეგ მარადონამ ვიპ ლოჟა რამდენიმე ადამიანის დახმარების შემდეგ დატოვა და როგორც შემდეგში გაირკვა, მას ექიმის დახმარებაც დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები