ფილ ნევილის შვილმა კონტრაქტი
Aa
Aa

ფილ ნევილის შვილმა კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" გააფორმა

ფილ ნევილის შვილი, ჰარვი, მამის გზას გაყვა და კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმა. უმცროსმა ნევილმა საკუთარი სიხარული „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა და „იუნაიტედის“ 7 ნომრიანი მაისურიც წარადგინა.

„ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რომ იმ კლუბში ვითამაშებ, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვგულშემატკივრობდი“.

ფილმა „ოლდ ტრაფორდზე“ 15 წელი გაატარა და გუნდის ფორმა 386-ჯერ მოირგო. შვილის წარმატებას ფილ ნევილიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში შვილს ასეთი პასუხი გასცა:“ჰარვი ნევილ, შენით ძალიან ვამაყობ, წადი საკუთარ ოცნებას ასახდენად იბრძოლე“.

ჰარვის წარმატება არც გარი ნევილს გამორჩენია:“გილოცავ ჰარვი, შენ ამ დონეზე მოსახვედრად ბევრი ივარჯიშე! ასე განაგრძე“!

ჰარვი გარი ნევილის „ვალენსიაში“ ყოფნისას გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. მას თამაში მოედნის ცენტრში და ფლანგზე შეუძლია და სტანდარტულების შესრულების ნიჭით გამოირჩევა.

ჰარვიმ საფეხბურთო „მანჩესტერში“ დაიწყო, შემდეგ „სიტიში“ გადავიდა და „ქალაქელებთან“ ერთად „პრემიერ ლიგის საერთაშორისო ტურნირი“ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები