Aa
Aa

ამრაბატი: "პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯმა რონალდუს მაისურის ჩუქება სთხოვა"

უოტფორდის და მაროკოს ნახევარმცველის, ნორდინ ამრაბატის განცხადებით შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, მარკ გაიგერმა მატჩის მიმდინარეობისას კრიშტიანუს მაისური სთხოვა.0-1 წაგებული მატჩის შემდეგ ამრაბატი  ჰოლანდიურ ტელევიზიას ესაუბრა და აღნიშნა:

“არვიცი შეხვედრის არბიტრი როგორ ფეხბურთს უყურებს ხოლმე, მაგრამ კრიშტიანუს თამაშით ძალიან მოიხიბლა.პეპესგან გავიგე, რომ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას მას რონალდუსთვის მაისურის ჩუქება უთხოვია“.

„როგორ შეიძლება ასეთ საკითხებზე ვსაუბრობდეთ? მე როგორც ვიცი მსოფლიო ჩემპიონატზე ვიმყოფებით და არა ცირკში”!

აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არც მსაჯს და არც პორტუგალიის ნაკრების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, რაც შეეხება ამრაბატს, მან რონალდუს გუნდის წინააღმდეგ მსუბუქი ტვინის შერყევით ითამაშა და შეხვედრის სტარტზე დამცავიც ეკეთა, თუმცა მატჩის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მოიხსნა.

პორტუგალიამ კრიშტიანუს გოლით იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ირანთან ფრეც ყოფნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები