სერხიო რამოსი:
Aa
Aa

სერხიო რამოსი: "მესი მარადონას სინათლის წლებით უსწრებს"

სერხიო რამოსმა დიეგო მარადონას განცხადებებს უპასუხა და არგენტინის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ რამოსი-მარადონას საგა რამდენიმე დღის წინ ამ უკანასკნელის კომენტარის შემდეგ დაიწყო. დიეგომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „რეალის“ კაპიტანი და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დიეგო გოდინს ბევრ ასპექტში ჩამორჩება და ურუგვაელი მასზე ბევრად მაღალი დონის მცველია.

32 წლის რამოსმა ჟურნალისტებთან ირანთან მოპოვებული 1-0 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და მოსისხლე მტერს, ლიონელ მესის „ალბისელესტეს“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

„არგენტინაში იციან, რომ არგენტინის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც პირადად ჩემთვის ლიონელ მესია, დიეგო მარადონას სინათლის წლებით უსწრებს“.

ირანელების დამარცხების შემდეგ „ფურია როხა“ B ჯგუფს პორტუგალიასთან ერთად ლიდერობს და მერვედფინალში გასვლა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. ესპანეთის კაპიტანმა ირანთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განაცხადა.

„ირანი მოედანზე დროის გასაყვანად გამოვიდა და ჩვენ გამარჯვების მოპოვება სხვა სტილში გვსურდა, თუმცა შედეგით ბედნიერები ვართ, წარმატებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით და ახლა ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ვფიქრობ პროგრესს ყველა ასპექტში მივაღწევთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად გამოვალთ“.

შეგასენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ესპანეთი მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები