როგორც გრიზმანს უნდა ისე არ არის - ფეხბურთელმა თხოვნა გაითვალისწინა და...
Aa
Aa

როგორც გრიზმანს უნდა ისე არ არის - ფეხბურთელმა თხოვნა გაითვალისწინა და...

ანტუან გრიზმანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება და როგორც ჩანს, სატრანსფერო საგა მთელს ზაფხულს გასტანს.

როგორც ბოლო დღეებში იყო ცნობილი, გრიზმანის "ბარსელონაში" გადასვლას წინ არაფერი ედგა, მაგრამ ახლა ეს ასე აღარ არის.

ფრანგ ფეხბურთელს კიდევ ერთხელ დაფიქრება საკუთარმა მეუღლემ და თანაგუნდელებმა სთხოვეს. ანტუანი თხოვნას დათანხმდა და როგორც მას სურდა, რომ მუნდიალის დაწყებამდე მისი მომავალი გარკვეულიყო, ამჯერად ასე აღარ იქნება და ყველაფერს ნათელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოეფინება.

"ბარსელონას" წარმოამდგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებებს 1 ივლისიდან დაიწყებენ.

ეჭვგარეშეა, რომ გრიზმანის მსურველი გუნდი "ატლეტიკოს" 100 მილიონზე მეტს არ გადაუხდის, რადგან 1 ივლისიდან კონტრაქტში არსებული პუნქტი აქტიურდება და 200 მილიონი ასამდე დაიწევს.

თუ, ფეხბურთელის სურვილი იქნება, მას 100 მილიონად ნებისმიერი გუნდი შეიძენს.

მადრიდელებმა თავიანთ ლიდერს წარმოუდგენლად კომფორტული პირობები შესთავაზეს. გრიზმანის წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ევრო იქნება, თუ ის გუნდში დარჩენას გადაწყვეტს.

როგორც ცნობილია, "ბარსამ" მას წლიური 15 მილიონი შესთავაზა და ფეხბურთელიც დათანხმდა. კონტრაქტი 5 წლიან შეთანხმებას ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე, ამ ყველაფერს ოფიციალური სახე არ აქვს.

ასევე, არის კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი. "ატლეტიკომ" ახალი სეზონის საშინაო ფორმები წარადგინა და მთავარ ბანერზე გრიზმანი არ არის. იქ, მხოლოდ საული, კოშტა და ერნანდესი იმყოფებიან.

ბუნებრივია უცნაურია, რომ გუნდის ლიდერი სამ მოთამაშეს შორის ვერ მოხვდა. ეს ყველაფერი ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს...

ესპანური პრესის თანახმად, მადრიდელებმა ამ ეტაპზე ახალი ფორვარდის ძებნა დროებით შეაჩერეს.

ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები