რონალდუ თუ მესი? ლიოვის არჩევანი:
Aa
Aa

რონალდუ თუ მესი? ლიოვის არჩევანი: "ჩემი აზრით ის ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია"

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა Bild-თან საუბარში მესი და რონალდუ შეადარა.

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი გამოტყდა, რომ მას თავის გუნდში მესის ხილვის სურვილი უფრო მეტად აქვს და ახსნა, თუ რატომ.

"მე, მესის ავირჩევდი. რონალდუ სენსაციურად კარგია. ნამდვილი პროფესეიონალია და წარმოუდგენელი გოლების მანქანაა და ის უკვე მრავალი სეზონია ამ დონეზე იმყოფება, მაგრამ ჩემი აზრით მესი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია.

მესი შესანიშნავი დამხმარეა. ის წლიდან წლამდე, ყოველ სეზონში 30-40 საგოლე გადაცემას აკეთებს და დამატებული ამას 50 გოლი, რომელიც მესისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე, არგენტინელი ძალიან ეფექტურად თამაშობს.

მას შეუძლია, რომ 7-8 მოთამაშეს აუაროს გვერდი. მისი გოლები კი ისტორიაში დარჩება".

ლიოვმა მუჰამედ სალაჰის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

"ის მხოლოდ შესანიშნავი ბომბარდირი არ გახლავთ, სალაჰი ბრწყინვალე მოთამაშეა. კლოპმა მას მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ ის ასეთი დონის სეზონს ატარებს.

წლევანდელ სეზონში ძალიან ცოტაა ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც ამ დონის თამაში აჩვენეს და გულშემატკივარს დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები