კონტეს პრესკონფერენცია ცოლის სატელეფონო ზარმა გააწყვეტინა
Aa
Aa

კონტეს პრესკონფერენცია ცოლის სატელეფონო ზარმა გააწყვეტინა

ჩელსის მწვრთნელმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები გაოგნებული დატოვა. იტალიელის გუნდი „ბარნლისთან“ დაპირისპირებისთვის ემზადება და მარცხის შემთხვევაში ლონდონელებისთვის ოთხეულში შესვლა თითქმის შეუძლებელი გახდება. კონტე ალონსოს თამაშის ალბათობაზე საუბრობდა, როდესაც მისი მობილური ტელეფონის ზარი გაისმა. აღმოჩნდა, რომ იტალიელს ცოლი ურეკავდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იხუმრა კიდევაც, რომ მას სახლში რძის მიტანა დაავალეს.

 

აღნიშნულ ფაქტს იტალიელიც იუმორით შეხვდა და განაცხადა:“ჩემი ცოლი იყო, როგორც ყოველთვის უდროოდ რეკავს! ბოდიში. შეგიძლიათ დამაჯარიმოთ, თქვენ, რომ მსგავსი რამ მოგსვლოდათ ძალიან გავბრაზდებოდი“.

„იუვეს“ ყოფილ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სიტი მომავალ სეზონშიც შეუჩერებელი იქნება:“სიტი“ ის გუნდია, რომელიც მომავალ წელს დომინაციას, არამარტო ინგლისის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, განაგრძობს. მათ მშვენიერი მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისინი გუნდის გაძლიერებაზე ზრუნავენ და ამისთვის დიდ თანხებსაც ხარჯავენ“.

ანტონიომ საკუთარ გუნდზეც ისაუბრა და „ჩელსის“ საუკეთესო ოთხეულში შესვლის შანსები განიხილა:“საკითხს რეალურად რომ შევხედოთ საკმაოდ რთულია დარჩენილ 5 ტურში სხვაობის შემცირება მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მზად ვართ თითოეული ქულისთვის ვიბრძოლოთ. რატომაც არა?! „ბარნლის“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, ისინი საოცარ ფორმაში იმყოფებიან და მშვენიერი გუნდი ჰყავთ, ამიტომ სამი ქულის მოპოვება ადვილი ნამდვილად არ იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები