მხიარული გომესი  - ''ატალანტას'' ფეხბურთელი სპალეტის გაეხუმრა
Aa
Aa

მხიარული გომესი - ''ატალანტას'' ფეხბურთელი სპალეტის გაეხუმრა

სერია ა-ს 32-ე ტურში ბერგამოს “ატალანტასა’’ და “ინტერის’’ შეხვედრაში სახალისო ფაქტი დაფიქსირდა. ბერგამოელთა არგენტინელმა ფორვარდმა ალეხანდრო გომესმა “ინტერის’’ მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის ანიშნა, რომ მირანდა შეცვლას ითხოვდა. როცა ბრაზილიელი მცველი ხელით მარჯვენა ფეხს ეხებოდა, გომესი დაიხარა მის მიმართ და საუბრის ინსცენირება შექმნა, შემდეგ კი “ინტერის’’ სამწვრთნელო შტაბის მისამართით ხელით გააკეთა ცვლილების მიმანიშნებელი ჟესტი.

ვიდრე სპალეტი არგენტინელის ხუმრობას მიხვდებოდა, “ინტერის’’ სამწვრთნელო შტაბმა სათადარიგოთა სკამიდან ანდრეა რანოკია აირჩია მირანდას შემცვლელად. საბოლოოდ სპალეტი და მისი ასისტენტები მიხვდნენ, რომ გომესი ხუმრობდა, როცა მისი მომღიმარი სახე დაინახეს.

ბერგამოში გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ''ინტერი'' და ''ატალანტა'' ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.''ინტერი'' 60 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ჯან პიერო გასპერინის ფეხბურთელები 49 ქულით მერვე საფეხურს იკავებენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტური რჩება. შემდეგ მატჩს ''ინტერი''17 აპრილს შინ ჩაატარებს ''კალიარისთან,'' ხოლო 18 აპრილს ''ატალანტა'' ''ბენევენტოს'' ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები