Aa
Aa

რასელ ვესტბრუკმა ისტორია დაწერა!

გამთენიისას 2017-18 წლების საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩები გაიმართა. მსოფლიოს ყურადღება „მინესოტა-დენვერის“ დაპირისპირებისკენ იყო მიმართული, სადაც გუნდები პლეიოფის ბოლო საგზურის მფლობელის ვინაობას არკვევდნენ.

თუმცა მაყურებელი არც „ოკლაჰომა - მემფისს“ აკლდა!

რასელ ვესტბრუკის 16 მოხსნა სჭირდებოდა, რათა სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით დაესრულებინა და პირველი კალათბურთელი გამხდარიყო, რომელმაც ერთზე მეტი სეზონი საშუალო სტატისტიკური სამმაგი დუბლით დაამთავრა.

ორშაბათს, რასელი 25.6 ქულას, 10.1 გადაცემას და 9.8 მოხსნას აგროვებდა და ორი ტურით ადრე „ოკლაჰომას“ ლიდერს NBA-ს ისტორიაში შესასვლელად 34 მოხსნის მოპოვება სჭირდებოდა. პირველ შეხვედრაში „მაიამისთან“ ვესტბრუკმა 18 მოხსნა მიითვალა, ხოლო გუშინდელ დაპირისპირებაში საოცრად იასპარეზა და ბურთი 20-ჯერ მოხსნა.

 

„დათვებთან“ ვესტბრუკმა შეხვედრა 6 ქულით, 19 გადაცემით, 20 მოხსნით და 2 ჩაჭრით დაასრულა.

შარშანდელი MVP პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთზე მეტი სეზონი საშუალო სამმაგი დუბლით დაასრულა - 25.4 ქულა, 10.1 მოხსნა და 10.3 გადაცემა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რასელ ვესტბრუკმა განაცხადა:“დაუჯერებელია! მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, მათ ბევრი რამ გააკეთეს, რათა ამ შედეგისთვის მიმეღწია. ისინი მე თამაშს მიადვილებენ და იმედი მაქვს, რომ მომავალში მეც იგივე ფუნქციას შევასრულებ. თუ პლეიოფშიც მსგავსი თამაშის ჩვენებას განვაგრძობთ დარწმუნებული იყავით, რომ ვერავინ შეგვაჩერებს“.

„ოკლაჰომამ“ სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა და პლეიოფის პირველ რაუნდში „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები