Aa
Aa

შინდაგორიძის სწრაფი მანევრი და პირველი საგოლე გადაცემა

უნგრეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში აუტსაიდერმა ''ბალმაზუივაროშმა'' ''ვაშაშს'' უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი მასპინძლებმა შეაგდეს, მარცხენა ფლანგზე ქართველმა შემტევმა ლაშა შინდაგორიძემ იაქტიურა, მისი გადაცემის შემდეგ კი ნემანიამ ანგარიში გახსნა. საბოლოოდ მატჩი ფრედ დასრულდა და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ''ბალმამ'' ქულა მოიპოვა.

25 წლის შინდაგორიძე მიმდინარე წლის დასაწყისში ''საბურთალოდან'' უნგრულ გუნდში გადავიდა, რომლის მაისურით პირველი საგოლე გადაცემა მეოთხე მატჩში შეასრულა.

ლაშა შინდაგორიძის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა მისი თანაგუნდელი ირაკლი მაისურაძე, რომელმაც 90 წუთი გაატარა მინდორზე, 31-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 67-ე წუთზე მთავარმა მწვრთნელმა ლაშა შინდაგორიძე შეცვალა. ''ბალმაზუივაროშის'' საუკეთესო ბომბარდირი ბაჩანა არაბული ტრავმირებულია, ეროვნულ ნაკრებში ესტონეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიშს უახლოეს ათ დღეში განაახლებს.

 12-გუნდიან ლიგაში ''ბალმა'' და ''ჰალადაში'' 24-24 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ცხრილში სიმჭიდროვეა და  სამ უშუალო კონკურენტს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები