ტოტიმ კენჭისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა
Aa
Aa

ტოტიმ კენჭისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა

იტალიური "რომას" დირექტორმა ფრანჩესკო ტოტიმ, "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრის შესახებ, რომელმაც მის გუნდს მეტოქედ "ბარსელონა" არგუნა, კომენტარი გააკეთა. 

"როცა 1/4 ფინალში გადიხარ, იცი, რომ იოლი მეტოქე არ შეგხვდება. ჩვენ "ბარსელონას" თავაწეული დავუპირისპირდებით, როგორც ეს აქამდე გაგვიკეთებია.

მათ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ, თუმცა გვჯერა, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია". - განაცხადა ტოტიმ.

"ბარსელონასა" და "რომას" შორის, პირველი მატჩი, "ნოუ კამპზე" ჩატარდება, ხოლო განმეორებითი - რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე".

 

პ.ს. დანარჩენი წყვილების ნახვა შეგიძლიათ აქ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები