მატჩის წინ -
Aa
Aa

მატჩის წინ - "სეტონ ჰოლი" VS "ენსი სტეიტი"

16 მარტს, თბილისის დროით 00:30 საათზე „March Madness”-ში ჩაერთვება სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლი“. „მეკობრეები“ კანზასში „ენსი სტეიტს“ დაუპირისპირდებიან.

„სეტონ ჰოლი“ ზედიზედ მესამედ მოხვდა „მარტის სიგიჟეში“. „მეკობრეები“ ორჯერ იყვნენ მერვე ნომრად განთესილები და ორივეჯერ მოახერხეს პირველი რაუნდის დაძლევა. შარშან „სეტონ ჰოლი“ „არკანზასთან“ მარცხის შემდეგ ტურნირს საწყის ეტაპზევე გამოეთიშა.

„ენსი სტეიტი“ “March Madness”-ს სამწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ჩრდილოეთ კაროლინელებმა ტურნირამდე ჩატარებული უკანასკნელი 3 შეხვედრიდან 2 მოიგეს, თუმცა წლევანდელ სეზონში ისეთი გუნდების დამარცხება მოახერხეს, როგორებიც: “დიუკი“, „არიზონა“ და „ჩრდილოეთ კაროლინაა“.

„ენსი სტეიტის“ მთავარი იარაღი დაცვის სიძლიერე და პერიმეტრიდან სროლებია. გამარჯვებისთვის „სეტონ ჰოლს“ სამწამიანში ომერ იურსევენის გადაკეტვა მოუწევთ. რაც შეეხება „მეკობრეებს“, მათი წარმატება დიდწილად უკანახაზელებზე - როდრიგესზე(18.1 ქულა) და პაუელზე(15.6 ქულა) იქნება დამოკიდებული.

ორივე გუნდმა სეზონი 21 მოგებითა და 11 მარცხით დაასრულა. „მეკობრეები“ საშუალოდ 79 ქულას აგროვებენ და 73.3-ს უშვებენ. რაც შეეხება „ენსი სტეიტს“ ჩრდილოეთ კაროლინელები 81.2-ს აგდებენ და მეტოქეებისგან 74.5-ს იღებენ.

ისტორიულად ეს გუნდები 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სამჯერ გამარჯვება „ენსი სტეიტს“ დარჩა. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ეს მათი პირველი შეხვედრაა.

სავარაუდო სასტარტო ხუთეულები

„სეტონ ჰოლი“: კარინგტონი, დელგადო, პაუელი, კეილი, როდრიგესი

„ენსი სტეიტი“: ფრიმენი, იურსევენი, დორნი, ჯონსონი, ბევერლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები