Aa
Aa

"ეს საუკეთესო გზაა, რომ შენი დაბადების დღე ვიზეიმოთ" - "მილანმა" კალაძეს იუბილე მიულოცა

იტალიური "მილანის" "ფეისბუქის", "ტვიტერისა" და "ინსტაგრამის" ოფიციალურმა გვერდებმა, კახა კალაძეს 40 წლის იუბილე მიულოცეს და სპეციალური ვიდეოც გამოაქვეყნეს.

"შენს მიერ "ინტერთან" გატანილი გამარჯვების გოლი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ შენი დაბადების დღე ვიზეიმოთ. კალა, გილოცავთ დაბადების დღეს"! - ვკითხულობთ "როსონერის" გვერდებზე.

2006 წლის 14 აპრილს, კახა კალაძემ, ეს გოლი, სერია A-ს ეგიდით, "ინტერს" გაუტანა და მისმა გუნდმა თამაში 1:0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები