Aa
Aa

"დავიდ ლუისი თამაშის აზრზე აღარაა...კეჰილი კი სირბილისას ჭრიალებს"

„ჩელსისა“ და „ბარსელონას“ მატჩის (1-1) შემდეგ, მესი, სუარესი და სესკ ფაბრეგასი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ერთმანეთს გაესაუბრნენ, რამაც საკმაოდ დიდ ხანს გასტანა და ბევრი საინტერესო რამ ითქვა.

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Mirror-მა, ხსენებული საუბარი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მესი: „მეცხრე ცდაზე ჩემი შეჩერება ვერავინ შეძლო.“

სესკი: „ჰაჰა, კი სამართლიანი თამაში იყო. კარგი გოლი გამოგივიდა. ალბათ, ფრე ლოგიკური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვილიანმა ორჯერ ძელს მოარტყა და თქვენ გაგიმართლათ. ვნახოთ რა მოხდება განმეორებით მატჩში“.

სუარესი: „დარჩა ვინმე ვისთვისაც ლეოს გოლი არ აქვს გატანილი?“

მესი: „არა, არ ვარ დარწმუნებული. შესაძლოა რამდენიმე გუნდი იყოს, როდესაც მე 8 წლის ასაკში 14 წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი“.

სესკი: „მათ შორის „არსენალიც“ ხომ?“ (იცინის)

მესი: „კარგი რა, სერიოზულად“. (ხმამაღლა გაიცინა)

სესკი: „შენ თითქმის გადასული იყავი ხომ „არსენალში“ ლუის?“

სუარესი: „ოო, არა მეგობარო. ნუ მახსენებ ამას. სტივენ ჯერარდმა გადამაფიქრებინა ეს. ის თავადაც არასდროს დატოვებდა „ლივერპულს“, ამაზე არც კი უფიქრია არასდროს“.

საუბარში ჯეიმი კარაგერი ჩაერთო: „დიახ, ის ნამდვილად ახლოს იყო „არსენალთან"! (ყველამ გაიცინა)

მესი: „აბა, სესკ რას ფიქრობ განმეორებით მატჩზე?“

სუარესი: „ისევ ეს მწვრთნელი უნდა გყავდეთ?“

სესკი: „ოჰ, არ მკითხო მეგობარო“.

მესი: „რა ხდება, რამე სერიოზულია?“

სესკი: „მან მატიჩი გაყიდა. მოიყვანა ვიღაც "ტიპი" „მონაკოდან“, რომელსაც შეტევაში გადასვლაც არ შეუძლია. იყიდა მორატა, რომელსაც სათამაშო დროს არ აძლევს და ის კუთხეში მარტო ზის, მობილურში „იუვენტუსისა“ და „რეალის“ მაისურით გატანილ გოლებს უყურებს. ოჰჰ, დავიდ ლუისი უკვე ფეხბურთის თამაშის აზრზე აღარ არის. კეჰილი კი სირბილის დროს ჭრიალებს, ჭეშმარიტად ასეა. ეს უცნაურია“.

სუარესი: „ვაუ“.

სესკი: „ხო, ეს ნამდვილად არ არის კარგი. ნებისმიერ შემთხვევაში, მე წასვლას ვაპირებ. „ბარსელონაში“ რა ხდება, როგორ არიან? ხომ არ მოვენატრე ვინმეს?

როგორც ხედავთ, ფაბრეგასმა თანაგუნდელები დაუნდობლად გააკრიტიკა და გუნდიდან წასვლასაც გეგმავს.

დაისჯება თუ არა სესკი? რა ზომებს მიმართავს „ჩელსი“, ჯერჯერობით ეს უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები