48 საათში სანჩესის ტრანსფერი დადასტურდება!
Aa
Aa

48 საათში სანჩესის ტრანსფერი დადასტურდება! "არსენალი" მის შემცვლელს უკვე შეუთანხმდა

Goal-ის ინფორმაციით, ალექსის სანჩესი ლონოდნის "არსენალს" 48 საათში დატოვებს.

წყაროს ცნობით, "მეთოფეებმა" ჩილელი ფეხბურთელის შემცვლელი უკვე დაიბევეს და ის "ბორდოს" ბრაზილიელი გარემარბი მალკოლმი იქნება.

"არსენალი" ფრანგულ კლუბს 44 მილიონ ფუნტს გადაუხდის. ტრანსფერის დადასტურებას უახლოეს საათებში ელოდებიან.

ჯერჯერობით, უფნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას სანჩესი, თუმცა მისი ბედი, რომ 48 საათში გაირკვევა, Goal-ი ამას ადასტურებს.

როგორც ცნობილია სანჩესით "სიტი", "მანჩესტერი" და "ლივერპული" ინტერესდებიან.

აქვე გეტყვით, რომ 20 წლის მალკოლმი "ბორდოს" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 80 შეხვედრაში 18 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები