ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი "რომასთანაც" ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა - მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი ბუფონს სერია A-ს მომავალ ტურში მოედანზე ვერ ვიხილავთ.

ლეგენდარულ მეკარეს კუნთების დაზიანება აქვს, რომლის გამოც რამდენიმე თამაში უკვე გამოტოვა, ხოლო შაბათს ის, „რომასთან“ გასამართ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას დააკლდება.

სამაგიეროდ, კარგი ამბავია, რომ ტრავმები მოიშუშეს ჯორჯო კიელინიმ და სტეფან ლიხტშტაინერმა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებენ თუ არა ისინი შაბათის შეხვედრაში.

ამრიგად, სადღეისო მდგომარეობით, „ბებერი ქალბატონის“ ლაზარეთში, მარიო მანჯუკიჩი და ხუან მანუელ კუადრადო რჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები