კამორანეზი:
Aa
Aa

კამორანეზი: "დი ნატალე პირლოზე ტექნიკური იყო"

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა ვინგერმა მაურო კამორანეზიმ იტალიურ პრესას ინტერვიუ მისცა.

მან სხვადახვა თემებთან ერთად, შვედეთი-იტალიის მოახლოებული დაპირისპირებებისა და ანდრეა პირლოს შესახებაც ისაუბრა.

"ფლეი-ოფი რომ ერთ მატჩიანი იყოს, იტალიისთვის ეს გაცილებით სახიფათო იქნებოდა. თუმცა 180 წუთიან დუელში, წესით, მათ მუნდიალის საგზური უნდა მოიპოვონ.

პირლო ფენომენალური ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მსოფლიო ჩემპიონობის საოცარი ემოცია გავიზიარე. 

არის თუ არა ის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია? არა, ვიტყოდი, რომ მასზე ტექნიკური ტოტო დი ნატალე იყო". 

მაურო კამორანეზიმ საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა და ერთ წელიწადში სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 

კამორანეზი ბოლოს მექსიკის ქვედა ლიგის კლუბ "ტაპაჩულას" წვრთნიდა, ახლა კი სამსახურის გარეშეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები