Aa
Aa

AS: "რეალმა" კოვაჩიჩი 75 მილიონადაც არ გაუშვა!

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, „რეალმა“ „იუვენტუსს“ 75 მილიონიანი წინადადება დაუბლოკა.

„ბებერ ქალბატონს“ ახალგაზრდა ხორვატ მატეო კოვაჩიჩის შეძენა სურს და საამისოდ ფინანსებს არ იშურებს, თუმცა „სამეფო კლუბი“ კრეატიული შუახაზელის გაყიდვას აშკარად არ აპირებს.

თუმცა ეს ყველაფერი იქამდე მოხდა, სანამ „იუვე“ ბლაიზ მატუიდის გაიფორმებდა, ამიტომაც გამოცემა ვარაუდობს, რომ ტურინელები კოვაჩიჩის ტრანსფერზე ხელს აიღებენ.

კოვაჩიჩი „რეალში“ 2015 წელს მილანის „ინტერიდან“ გადავიდა და „ბლანკოსის“ ფორმით 75 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც ძირითადში 38 დაიწყო. მას ესპანური გრანდის რიგებში 3 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები