პორტუგალიელი ჯადოქრის თქმით, რონალდუ დაწყევლილია
Aa
Aa

პორტუგალიელი ჯადოქრის თქმით, რონალდუ დაწყევლილია

ბოლო თვეებში, შეიძლება ითქვას კრიშტიანო რონალდუს არ უმართლებს.

ჯერ იყო და რონალდუს გადასახადების დამალვაში (14.7 მილიონი ევრო) დასდეს ბრალი. ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პორტუგალიელი თავს ვერ დაიძვრენს.

შემდეგ იყო ელ კლასიკოში უცნაური გაძევება და 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია.

Eurosport-მა დღეს სახალისო ინფორმაცია გაავრცელა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ცნობილმა პორტუგალიელმა ჯადოქარმა ფერნანდუ ნოგეირამ ისაუბრა და მიზეზები ახსნა.

"რონალდუ არამიწიერი ძალების შედეგად გახდა ასეთი უიღბლო. იგი დაწყევლილია. ამის მიზეზი კი კრიშტიანოს მამის გარდაცვალებაა. იგი დაკრძალვაზე არ მივიდა. ბოლო პერიოდში მამასთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონია. მას გამომშვიდობებაც კი არ უცდია. როცა ის გარდაიცვალა, რონალდუ ამ დროს, რომელიღაც მატში იღებდა მონაწილეობას", - ამბობს ნოგეირა.

"არის რაღაც გარემოებები, რომლებიც ჩვენი ბრალეულობის შედეგად იქმნება. მამის დაკრძალვის დროს, შესაძლოა უარყოფითი ენერგია გამოიყო და რონალდუ მისი მსხვერპლი გახდა". - განაცხადა ფერნანდუ ნოგეირამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები