ცნობილმა და სკანდალურმა არბიტრმა რონალდუს 5 მატჩით დასჯა შეაფასა
Aa
Aa

ცნობილმა და სკანდალურმა არბიტრმა რონალდუს 5 მატჩით დასჯა შეაფასა

კრიშტიანო რონალდუს მსაჯისთვის ხელის კვრა 5 მატჩიან დისკვალიფიკაციად დაუჯდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყოფილმა და სკანდალურმა ინგლისელმა არბიტრმა გრემ პოლმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მე გაოცებული ვარ, რომ რონალდუს სასჯელის მაქსიმალური ფორმა არ მიუსაჯეს", - უთხრა პოლმა Daily Mail-ს.

"ის ძალიან მარტივად გამოძვრა სიტუაციიდან. "რეალის" ხელმძღვანელთა ადგილზე, მე აპელაციას არ შევიტანდი", - ამბობს პოლი.

"რაც შეეხება ინციდენტს, შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანო საკმაოდ დიდი ხანია ესპანეთში თამაშობს და მას ბევრის უფლებას აძლევენ. პრემიერლიგაში, იგი ასეთ რამეს არ იზამდა. ჩვენთან ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ არბიტრები ხელშეუხებელნი არიან". - განაცხადა გრემ პოლმა.

შეგახსენებთ, რომ პოლის სამსაჯო კარიერა სკანდალით დასრულდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მან ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელს იოსიპ სიმუნიჩს ყვითელი ბარათი სამჯერ უჩვენა და მხოლოდ ამის შემდეგ გააძევა მოედნიდან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები