Aa
Aa

არის თუ არა მენდი ყველაზე ძვირადღირებული მცველი?

„მანჩესტერ სიტიმ“ ბენჟამინ მენდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და გუშინ ღამით ლოს-ანჯელესში ფეხბურთელი მედიას წარუდგინა.

სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, „სიტიმ“ „მონაკოს“ ტრანსფერის სანაცვლოდ 55.7 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც მენდის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად აქცევს. თუმცა წამყვანი ბრიტანული სპორტული გამოცემა skysports-ის თქმით, „ქალაქელებს“ ტრანსფერი 49.2 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 55.1 მილიონი ევროა და ამ შემთხვევაში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად კვლავაც ჯონ სტოუნზი რჩება, რომლის სანაცვლოდაც „სიტის“ „ევერტონისთვის“ 55.6 მილიონი ევრო აქვს გადახდილი.

სამაგიეროდ, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მენდის „ეტიჰედ სთედიუმზე“ გადასვლა 58 მილიონ ევრომდე დაჯდა.

23 წლის ფრანგი განაპირა მცველი მანჩესტერელთა რიგებში 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ „სიტიმ“ ამ ზაფხულს უკვე 230 მილიონ ევრომდე დახარჯა. მან მენდიმდე, კაილ უოკერი, დანილო, ბერნარდო სილვა და ედერსონ მორაეში დაიმატა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები