მანჯუკიჩის სკანდალური განცხადება - რა მოხდა ფინალში შესვენებისას
Aa
Aa

მანჯუკიჩის სკანდალური განცხადება - რა მოხდა ფინალში შესვენებისას

იტალიურ პრესაში აქამდეც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კარდიფის ფინალში, როცა პირველი ნახევარი დასრულდა, ტურინელთა გასახდელში სერიოზული ინციდენტი მოხდა.

პრესაში უამრავი ჭორი დაიწერა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ინციდენტში მონაწილეობას დანი ალვეში და ლეონარდო ბონუჩი ღებულობდნენ.

როგორც football-italia წერს, "ბებერი ქალბატონის" ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა დუმილი დაარღვია და საზოგადოებას საიდუმლო გაანდო.

"დანი ალვეშსა და ბონუჩის შორის უთანხმოება ყოველთვის იყო. კარდიფის ფინალშიც იგივე განმეორდა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში შესვლისთანავე ვიცოდით, რომ ალვეში მუსიკის მოსმენას დაიწყებდა."

"ამჯერად დანიმ ყველას გაკვირვება შეძლო. გასახდელში შესვლისთანავე "სამბა დე ჟანეირო" ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული და ცეკვავდა. ვიფიქრე რომ გაგიჟდა და ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ ლეონარდომ ვერ მოითმინა. ბონუჩი მას მიუახლოვდა და უთხრა, იმ შემთვევაში თუ 3 წამში, იგი მუსიკას არ გამორთავდა ფეხებს მოამტვრევდა."

"გაინტერესებთ რა იყო მისი პასუხი? მან უთხრა რომ ლიგა უკვე სამჯერ ჰქონდა მოგებული, ბონუჩიმ კი ვერასდროს ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება. ამ ნათქვამმა ლეო აღაშფოთა. ზუსტად იმ მომენტში, როცა ბონუჩი ალვეშს დარტყმას უპირებდა, მათ შორის ალეგრი ჩადგა. მწვრთნელმა მათ უთხრა - მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელმა თქვენგანმა დაიწყო ჩხუბი, ორივე თქვენგანი კლუბს დატოვებს."

"ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მეორე ნახევარში..." - განაცხადა მანჯუკიჩმა.

როგორც ხედავთ, ალეგრიმ სიტყვა შეასრულა. ბონუჩიმაც და ალვეშმაც ტურინელთა რიგები უკვე დატოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები