Aa
Aa

"უიმბლდონზე" ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია!

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, წლის რიგით მე-3 "დიდი სლემის" ტურნირ "უიმბლდონის" პირველ წრეში, არგენტინელ კარლოს ბერლოკს შეხვდება.

ბერლოკი 34 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში მე-80 პოზიციას იკავებს, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 2012 წლის მარტში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახლდათ.

არგენტინელის საყვარელი საფარი თიხაა, ბალახზე თამაში კი დიდად არ უყვარს. მაგალითად, მან "უიმბლდონის" ძირითად ბადეში 7-ჯერ ითამაშა და არცერთი (!!!) თამაში არ მოუგია.

თუკი ნიკოლოზი ვეტერან სამხრეთ ამერიკელს დაამარცხებს, იგი მეორე წრეში, დიდი ალბათობით, ტურნირზე 24-ე ნომრად განთესილ ამერიკელ სემ ქუერის შეხვდება, რომელსაც ტომაზ ფაბიანოს სახით იოლი მოწინააღმდეგე ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა 2015 წლის "უიმბლდონზე" 1/16 ფინალში ითამაშა, ხოლო გასულ წელს საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა.

შესაბამისად, წარმატებული თამაშის შემთხვევაში სარეიტინგო წინსვლა გარანტირებული აქვს. ქართველი ამჟამინდელ რეიტინგში 51-ე პოზიციაზეა.

"უიმბლდონის" ძირითადი ბადის მატჩები 3 ივლისიდან ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები