სირიგუ იტალიაში ბრუნდება
Aa
Aa

სირიგუ იტალიაში ბრუნდება

30 წლის სალვატორე სირიგუ, კვლავ სერია A-ში ითამაშებს.

საზღვარგარეთ 6 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, იტალიელი კიპერი სამშობლოს დაუბრუნდა და ტურინის "ტორინიოს" ღირსებას დაიცავს.

სირიგუ სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის. იგი ტურინელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ბოლო სეზონი მან ლა ლიგაში გაატარა. კერძოდ, პამპლონის "ოსასუნას" ღირსებას იცავდა, რომელმაც ჩემპიონატი მე-19 ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები