იბრა ისევ
Aa
Aa

იბრა ისევ "მილანში"?

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ „მანჩესტერი“ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდა, პრესაში მის მომდევნო გუნდზე საუბარი არ წყდება.

როგორც იტალიური Premium Sport-ი წერს, „იბრას“ თავისთან თამაში ყოფილმა კლუბმა, „მილანმა“ შესთავაზა.

მისმა აგენტმა მინო რაიოლამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა სურს და ჩინურ და ამერიკულ შეთავაზებებს არ განიხილავს.

35 წლის სკანდინავიელი ვარსკვლავი ტრავმის გამო მოედანზე იანვრამდე ვერ გამოვა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები