ოფიციალურად: ჰუნტელაარი "აიაქსში" დაბრუნდა
ვეტერანი ჰოლანდიელი ფორვარდი, კლაას-იან ჰუნტელაარი, თავის ყოფილ კლუბ "აიაქსს" დაუბრუნდა.
მას "შალკესთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ამსტერდამელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ჰუნტელაარი "აიაქსის" რიგებში 2006-2008 წლებში თამაშობდა და 136 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა.
გამოცდილი ცენტრფორვარდი კარიერის მანძილზე სხვა გუნდებთან ერთად, მადრიდის "რეალისა" და "მილანის" ღირსებას იცავდა.
33 წლის ჰუნტელაარმა "აიაქსთან" 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.