ხუან მატა:
Aa
Aa

ხუან მატა: "აიაქსი" პატივისცემას იმსახურებს"

ინგლისური "მანჩესტერის" ნახევარმცველმა, ხუან მატამ, "ევროპის ლიგის" ფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვიგოთ ტურნირი, რომელიც "იუნაიტედს" ტიტულატურაში ჯერაც არ აქვს.

ბევრი თამაში გვაქვს ჩატარებული, თუმცა ფინალი სულ სხვაა. აქ მენტალურ მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა და გავლენა აქვს. ვეცდებით ჩვენი ძალა მოედანზე ვაჩვენოთ და მოსაგებად ვითამაშოთ.

როცა "მანჩესტერი" ხარ, გასაგებია, რომ "ევროპის ლიგაზე" ფავორიტად ითვლები. დღესაც ასეა, თუმცა რთული მატჩი გვექნება.

"აიაქსი" ძალიან შემტევი გუნდია და თავისი სათამაშო სტილი აქვს, რომელიც პატივისცემას იმსახურებს". - თქვა მატამ.

"აიაქსი" და "მანჩესტერი", დღეს, 22:45 საათზე, სტოკჰოლმში, Friends Arena-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები