ლუიშ ფიგუ:
Aa
Aa

ლუიშ ფიგუ: "იუვენტუსს" "ჩემპიონთა ლიგის" მოგება შეუძლია"!

პორტუგალიის ნაკრების ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ, "ჩემპიონთა ლიგაზე" "იუვენტუსის შანსები შეაფასა. 

"როცა მსგავსი ტურნირის ამ სტადიაზე გადიხარ, ესე იგი ძალიან ძლიერი გუნდი ხარ. "იუვენტუსმა" ეს შეძლო, თანაც "ბარსელონა" დაამარცხა. 

ვფიქრობ, იტალიელებს "ჩემპიონთა ლიგის" მოგება შეუძლიათ - ისინი საამისოდ მზად არიან, რადგან "იუვე" ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა და სრულიად თვალსაჩინო პროგრესი განიცადა". - დასძინა ფიგუმ. 

შეგახსენებთ, რომ ფიგუს კარიერის მანძილზე ლისაბონის "სპორტინგის", "ბარსელონას", "რეალისა" და "ინტერის" ღირსება დაუცავს.

იგი 2000 წელს "ფიფამ" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები