Aa
Aa

"კლივლენდმა" და "სან ანტონიომ" საქმე გაიმარტივეს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის მატჩები გრძელდება. დღეს გამთენიისას 2 შეხვედრა გაიმართა და წარმატებას ორივეში ფავორიტმა მიაღწია.

"კლივლენმა" საკუთარ პარკეტზე "ინდიანას" 117:111 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც 37 ქულის მოგროვება შეძლო. 

დღის მეორე მატჩში "სან ანტონიომ" "მემფისს" აჯობა. შეხვედრა, რა თქმა უნდა, დაბალშედეგიანი გამოდგა საბოლოო ჯამში ის 96:82 დასრულდა. ორმაგი დუბლი შეასრულა კავაი ლეონარდმა, ვინც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო სტატისტიკით გამოირჩა. კავაიმ 37 ქულას 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა წაამატა. 

შედეგად, ორივე ფავორიტი - "კლივლენდიც" და "სან ანტონიოც", სერიას 2:0 იგებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები