Aa
Aa

"ბოსტონი" აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია

NBA-ში 2016-17 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა. აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ტურში "ბოსტონს" საკუთარ პარკეტზე უმოტივაციო "მილუოკის" დამარცხება სჭირდებოდა, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა. 

"სელტიკსმა" მეტოქეს შანსი არ დაოტუვა და თამაში მარტივად, 112:94 მოიგო. თუმცა აღსანიშნავია, რომ "მილუოკი" რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშის, მათ შორის იანის ანტეტოკუმპოს, გარეშე თამაშობდა.

"ბოსტონმა" რეგულარული 53 მოგებითა და 29 წაგებით დაასრულა. მეორე პოზიციაზე "კლივლენდი" გავიდა, რომელიც კონფერენციას ძალიან დიდი ხნის მანძილზე ლიდერობდა, თუმცა ბოლო ტურებში ბევრი მატჩი წააგო და "სელტიკსს" ადგილი გაუცვალა. 

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, იქ პირველადგილსანი დიდი ხნის გარკვეული გახლდათ. საბოლოო ჯამში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულში 67 მატჩის მოგება შეძლო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები