მუსლინი:
Aa
Aa

მუსლინი: "გარდამტეხი პენალტის მომენტი აღმოჩნდა"

სერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავოლიუბ მუსლინმა, საქართველოს ნაკრებთან (3:1) დასრულებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მატჩამდეც ვიცოდი, რომ საქმე სერიოზულ მეტოქესთან გვქონდა. მათ კარგად ითამაშეს. გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურული იყო, როცა პენალტიდან გავათანაბრეთ. მეორე ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით, ბევრი მომენტები გვქონდა და გამარჯვებაც დავიმსახურეთ, თუმცა მეორე მხრივ, შესაძლოა მეტოქე ასეთ ანგარიშს არც იმსახურებდა".

"ადამიანურად მეცოდება ჩემი კოლეგა, ვლადიმერ ვაისი, რადგან მისი გუნდი საერთო ჯამში კარგად გამოიყურებოდა". - განაცხადა მუსლინმა.

სერბეთის ნაკრებმა ამ გამარჯვებით 11 ქულა დააგროვა და შესარჩევი ეტაპის D ჯგუფს სათავეში მოექცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები