მესიმ არასრული მატჩი სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა...
Aa
Aa

მესიმ არასრული მატჩი სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა...

ესპანეთის ჩემპიონატში "ბილბაოსთან" მატჩისას ლიონელ მესი 64-ე წუთზე შეცვალეს.

ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელშიც წერია, რომ მესის 21 სექტემბრის შემდეგ "ბარსას" მონაწილეობით ყველა შეხვედრაში 90 წუთი აქვს ნათამაშები. შესაბამისად, შაბათს ლუის ენრიკე არგენტინელს გაუფრთხილდა და დასვენების საშუალება მისცა.

"ბარსას" თავკაცი პერიოდულად ნეიმარსა და სუარესსაც ასვენებს. ასე მაგალითად, სუარესი "ლას პალმასთან" მატჩისას 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო "ეიბართან" 76-ზე. რაც შეეხება ნეიმარს, მას ლუის ენრიკე ბოლო 5 წუთში ასვენებს ხოლმე - ასეთი რამ "ბილბაოსთან" და "სოსიედადთან" თამაშისას მოხდა. 

მიმდინარე სეზონში მესის ჯამურად 2617 წუთი აქვს მოედანზე გატარებული, სუარესს - 2584, ხოლო ნეიმარს - 2486. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები