Aa
Aa

"რეალი" "ახალი იბრას" შეძენასთან ახლოსაა!

ბრიტანული The Sun-ის ცნობით, მადრიდის "რეალი" სულ მალე ალექსანდერ ისაკის ტრანსფერს გააოფიციალურებს, რაც "სამეფო კლუბს" 10 მილიონი ევრო დაუჯდება. 

ამ ფეხბურთელს ზლატან იბრაჰიმოვიჩს ადარებენ და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

ისაკი 1999 წელსაა დაბადებული და ამჟამად შვედური "აიკის" ღირსებას იცავს. 

მას შვედეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. მეტიც, 17 წლის ასაკში, ცოტა ხნის წინ დებიუტი ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა. 

 

მომზადებულია GOAL.COM-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები