რეგისტრაცია
სუსომ პირობა არ შეასრულა

"მილანის" ესპანელმა შემტევმა სუსომ დერბის წინ პირობა დადო, რომ თუკი "ინტერს" 2 გოლს გაუტანდა, მატჩის შემდეგ სახლში ფეხით დაბრუნდებოდა. 

როგორც ირკვევა, სუსო "სან სიროდან" დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, თუმცა მან დანაპირები არ შეასრულა. 

"იმისათვის, რომ პირობა შემესრულებინა, ჩვენ ეს თამაში უნდა მოგვეგო. რაც ვერ შევძელით და სახლშიც ავტობუსით დავბრუნდი". - განაცხადა გუშინდელი "დელა მადონინას" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა. 

იმ შემთხვევაში თუ სუსო დათქმულ სიტყვას არ გადაუხვევდა, მას დაახლოებით 9 საათი ფეხით სიარული მოუწევდა. 

 

მომზადებულია AS.COM-ის მიხედვით


მოიწონე სტატია
გაუზიარე სტატია მეგობარს

კომენტარები
დამალვა

პრემიერლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ჩემპიონთა ლიგა
სერია-ა
ლიგა 1
ევროპის ლიგა
მსოფლიო ჩემპიონატი