Aa
Aa

კანკავას გოლი - მე-10 გამარჯვება ყაზახეთის პრემიერლიგაში

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში ''ტობოლმა'' სტუმრად 3:1 დაამარცხა ''აკჟაიკი.''  ''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს. მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელების გუნდმა მე-10 მატჩი მოიგო.

88-ე წუთზე ჯაბა კანკავამ მეტოქის საჯარიმოში მცველსა და მეკარეს აჯობა და ზუსტი დარტყმით მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის გოლით ანგარიში 0:3 გახდა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-4 დამატებულ წუთზე შეაგდეს.

12-გუნდიან საფეხბურთო ჩემპიონატში ''ტობოლი'' 31 ქულით მესამე ადგილზეა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ატირაუსა'' და ''ყიზილჟარის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ''ყიზილჟარის'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა ითამაშეს.''ყიზილჟარი'' გასავარდნ ზონაშია და 15 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

ყაზახეთის ჩემპიონატში ''ჟეტისუმ'' სტუმრად 2:0 სძლია ''ირტიშს.'' გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში ლაშა კასრაძე არ იმყოფებოდა. ''ჟეტისუ'' 21 ქულით მე-5 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები